აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა რეზო კორინთელთან თემაზე: „კომპლექსების თემა ფროიდთან და იუნგთან"
ლექცია შეეხება კომპლექსებს, განიხილება მათი გამომწვევი მიზეზები, სიმბოლიკა და გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, ფროიდისა და იუნგის თეორიების მიხედვით
ფროიდის მიხედვით, კომპლექსები ინდივიდის არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებში ფესვიანდება და ძირითადად ბავშვობის გამოცდილებებს უკავშირდება. მისი ყველაზე ცნობილი კონცეფციაა "ოიდიპოსის კომპლექსი," რომელიც აღწერს ბავშვის არაცნობიერ დაპირისპირებას მშობლებთან.
იუნგი კომპლექსებს განიხილავს როგორც არაცნობიერ ფსიქოლოგიურ ენერგიების სისტემებს, რომლებიც ტრავმის, ემოციებისა და გამოცდილებების შედეგია. სწორედ ეს თემები იქნება განხილული ლექციაზე: კომპლექსების თემა ფროიდთან და იუნგთან
დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
No Age Control