TedXVera Women თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
TedXVera Women

TedXVera Women

TedXVera Women
49, პ. პ. კაკაბაძის ქ.
ბილეთის ფასი
დან120
რუსული

აღწერა

(გთხოვთ გაითვალისწინოთ: ღონისძიება სრულად ინგლისურ ენაზე ჩატარდება)

ყველა ქალს საკუთარი ისტორია აქვს.
ისტორია ეჭვისა და სიმამაცის, დუმილისა და ხმის, საკუთარი თავის დაკარგვისა და ხელახლა აღმოჩენის შესახებ. და როდესაც ქალი TEDxVeraWomen-ის სცენაზე დგას, ის ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ აკეთებს — არამედ იმ ქალისთვისაც, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია ხმის ამოღება.

ყურადღება: ივენთი სრულად ინგლისურ ენაზე ტარდება.

ის აქ არის, რადგან დროა.
დროა ილაპარაკოს.
დროა გამოჩნდეს.
დროა იყოს დანახული.

TEDxVeraTbilisi Women არის დამოუკიდებლად ორგანიზებული TEDx ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ქალების ხმებს, იდეებსა და გამოცდილებას.

კონფერენცია გაიმართება თბილისში 7 მარტს, 15:00-დან 20:00 საათამდე და სრულად ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

პროგრამა მოიცავს სპეციალურად შერჩეულ TEDx გამოსვლებს ქალი სპიკერებისგან, რომლებიც ისაუბრებენ კულტურაზე, კრეატიულობაზე, ლიდერობაზე, იდენტობაზე და ადამიანურ კავშირზე. გამოსვლებთან ერთად წარმოდგენილი იქნება არტ-პერფორმანსები, ხოლო ღონისძიება დასრულდება ნეთვორქინგ სესიით, რაც შექმნის სივრცეს საუბრისა და აზრთა გაცვლისთვის.

TEDxVeraTbilisi Women აერთიანებს გააზრებულ, საერთაშორისო აუდიტორიას და გთავაზობთ იდეებით, შთაგონებითა და ღრმა დიალოგით სავსე შუადღეს.

ღონისძიების განრიგი:
15:00 – 15:30 — კარის გახსნა / სტუმრების მიღება, welcome ზონა, ყავა & ჩაი, მუსიკა
15:30 – 15:45 — TEDx-ის გახსნა და ორგანიზატორების მისასალმებელი სიტყვა
15:45 – 16:05 — Dariko Kholodilina — Skin Contact: What Wine Teaches Us About Parenting
16:05 – 16:25 — Veronika Kikabidze — Stage Zero in Life and Business
16:25 – 16:35 — არტ-პერფორმანსი
16:35 – 16:55 — Marta Ardashelia — What Really Makes Us Stronger
16:55 – 17:15 — TED Talk ვიდეო
17:15 – 18:00 — შესვენება, გამაგრილებელი სასმელები, მუსიკა და მსუბუქი ნეთვორქინგი
18:00 – 18:15 — Nino Dartsmelia — Lessons in Connection
18:15 – 18:30 — Natela Potskhveria — Freedom and happiness begin with responsibility
18:35 – 18:50 — დასკვნითი პერფორმანსი
19:00 – 20:00 — Aftertalks, ფოტოზონა, საუბრები, ნეთვორქინგი

ყოველი სტუმარი მიიღებს მისასალმებელ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც შექმნილია ქალების მიერ მართულ სოციალურ საწარმოებში.

Early bird ბილეთები ხელმისაწვდომია 22 თებერვლის ჩათვლით. 23 თებერვლიდან ფასები გაიზრდება.

ფოტო და ვიდეო

TedXVera Women

ადგილი