Silk Factory Studio - "აბრეშუმის გალერეა" 10 თებერვალს, 18 საათზე გიწვევთ ამერიკელი არტისტის ტედ ტიტუსის სოლო გამოფენაზე. წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო, ასევე მის მიერ ჰიპერჯვარედინი და სახატავი კალმის გამოყენებით მელნით შესრულებული ილუსტრაციები.
Silk Factory Studio წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია საქართველოში ყველაზე დიდი რესურსის მქონე კინოგაქირავების ბაზა, პავილიონები, კინოს, ხმის, პოსტ პროდაქშენ სტუდიები, სამხატვრო გალერეა, თეატრი, სამკერვალო და რეკვიზიტები. კომპანია მიზნად ისახავს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროდუქტის შექმნას.