სამართლის აკადემია აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე – „ტექნოლოგიური უნარები იურისტებისთვის“.
კურსის მიზანია იურისტებს განუვითაროს ტექნოლოგიური კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელია მაღალი ხარისხის სამართლებრივი დოკუმენტების მოსამზადებლად. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან იმ პროგრამების ფუნქციებისა და ციფრულ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც აუმჯობესებს დოკუმენტებზე მუშაობის ეფექტიანობასა და ხარისხს. პროგრამა შექმნილია, როგორც დამწყები იურისტებისთვის, ასევე, გამოცდილი პრაქტიკოსებისა და კომპანიებისთვის. განხილული საკითხები მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას მოამზადონ მაღალი ხარისხის სამართლებრივი დოკუმენტები ნაკლებ დროში, ინდივიდუალური ხელწერითა და პროფესიული სიზუსტით.
ტრენინგს გაუძღვებიან იურისტები ლიზა ლაზიშვილი და გიორგი ლელუაშვილი (BLC Law Office). კურსი არის საავტორო, დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და უკვე გამოცდილია ტრენერების მიერ პროფესიულ საქმიანობაში.
ტრენინგი დაიწყება 27 ნოემბერს.
კურსი მოიცავს 8 შეხვედრას და ჩატარდება ონლაინ ZOOM პლატფორმის მეშვეობით.
კვირაში გაიმართება 2 შეხვედრა - ხუთშაბათი 19:30 საათი, შაბათი 11:00 საათი:
27 ნოემბერი 19:30
29 ნოემბერი 11:00
4 დეკემბერი 19:30
6 დეკემბერი 11:00
11 დეკემბერი 19:30
13 დეკემბერი 11:00
18 დეკემბერი 19:30
20 დეკემბერი 11:00
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 1.5-2 საათი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
ბილეთის შეძენა შესაძლებელია 24 ნოემბრის ჩათვლით.
მონაწილეობის საფასური შეადგენს 680 ლარს.
ბილეთის შეძენის შემდეგ დაუკავშირდით სამართლის აკადემიას - info@lawacademy.ge; 511779969
