მარტოხელა კატა, რომელმაც დამანგრეველი წყალდიდობის გამო სახლი დაკარგა, სხვა ცხოველებთან ერთად ნავს აფარებს თავს.
ეს ანიმაცია შექმნილია 30 წლის ლატვიელი ანიმატორის მიერ უფასო პროგრამა „Blender“-ში და ის 2024 წლის მსოფლიო კინოს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იქცა, დაიპყრო როგორც კრიტიკოსები, ასევე მაყურებლები. მას უკვე უწოდეს „მსოფლიო ანიმაციის მნიშვნელოვანი ეტაპი“. კანის კინოფესტივალზე პრემიერის შემდეგ ფილმს შვიდწუთიანი ოვაციები ხვდა წილად. ლატვიაში გაიყიდა 100 000-ზე მეტი ბილეთი, რაც მას ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილობრივ ფილმად აქცევს დიდ ეკრანებზე.
ახლახან მიიღო ოსკარი, როგორც „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“.