ქალაქში ახალი თეატრი იხსნება. ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები ცდილობენ შექმნან ახალი თეატრი. ყველა მათგანი დროებით დევნილობაშია და ამ მაღალი
იდეით შეიჭრებიან ერთერთ სარდაფში და სურთ ის თეატრალურ სივრცედ გარდაქმნან. უამრავი თავგადასავლის და წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი მაინც შექმნიან თავის თეატრს. თუმცა როდემდე გასტანს ეს, ამას სპექტაკლში იხილავთ. სპექტაკლი ეძღვნება ზურა ბერიკაშვილის ნათელ ხსოვნას