თბილისური ბაზარი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
თბილისური ბაზარი

თბილისური ბაზარი

 გამოიშრიალეთ ყოველ შაბათ-კვირას თბილისურ ბაზარზე, ნახეთ, რა დაამზადეს მეწარმეებმა, მთელი ზამთარი სახელოსნოებში რომ დაფუსფუსებდნენ და ახალ იდეებს ამუშავებდნენ. გამოიყოლეთ ყველა, ვინც თქვენს გულს გაუხარდება და მოდით. თან ვისეირნოთ, თან მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტოთ და თან ქართველ მეწარმეებსაც გვერდით დავუდგეთ   შოთა რუსთაველის გამზირზე გელით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ. მეწარმეები დარეგისტრირდით ბმულზე: stall.ge/registration-entrepreneur თბილისური ბაზარი იმართება თბილისის მერიის მხარდაჭერით    დრო: 12:00 - 21:00
თბილისური ბაზარი
Rustaveli Avenue
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

🌸 დაკვირტულ ხეებს რომ ჩაუვლი და გული ბავშვური სიხარულით აგევსება, სწორედ ეგეთი გაზაფხული დაგვიდგა მზისგულიან თბილისში. 🌞 ერთი სხივიც საკმარისია, ტოტებიდან მაშინვე ყვავილები გადმოიშლებიან... თითქოს ნიშანიაო, ჩვენც სწორედ ამ ყვავილებთან ერთად გადმოვშლით ხოლმე დახუნძლულ დახლებს.
🌼 ამ ათასფრად აელვარებულ ქალაქში, უკვე მეექვსე წელია, გაზაფხულს თბილისური ბაზრით ვეგებებით. რუსთაველზე ხალიჩებივით გადმოვფენთ სავსე დახლებს, ქართულ ნაწარმს ვათვალიერებთ, ვსინჯავთ, ვყიდულობთ და ამ სიამტკბილობაში ერთმანეთს სითბოსა და სიყვარულს ვუზიარებთ.
ჰოდა, იწყება!

ფოტო და ვიდეო

თბილისური ბაზარი

ადგილი

შოთა რუსთაველის გამზირი
შოთა რუსთაველის გამზირი
Rustaveli Avenue
რუსთაველის გამზირი (შემოკლებით "რუსთაველი", ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) — მთავარი პროსპექტი თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი იწყება თავისუფლების მოედნიდან, გრძელდება დაახ. 1,5 კმ-ს, და უერთდება კოსტავას ქუჩას მეტრო რუსთაველთან. რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება