21-23 მარტი 2025
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით საქართველოში ტარდება მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი თბილისის დიდი სლემი, სადაც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 40 ქვეყნის 300 სპორტსმენი, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში გაიმართება.
წინასწარი შეხვედრების დაწყების დრო 09:00/10:00, ზუსტი დრო გამოცხადდება 20 მარტს კენჭისყრის შემდეგ.
ბილეთის შეძენა აუცილებელია 6 წლიდან ასაკის ადამიანებისთვის
ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 17:00