აღწერა
ნაყოფიერებისა და უხვმოსავლიანობის დღესასწაულს, ყოველწლიურად, განსაკუთრებული სიყვარულით ვხვდებით ბაზარი ორბელიანზე!
არც წლევანდელი “თბილისობაა” გამონაკლისი!
5-6 ოქტომბერს თბილისის კოლორიტული მუხტი და საშემოდგომო განწყობა ჩვენს სივრეში გაერთიანდება. ცხელი გლინტვეინის სურნელი, ქალაქური სიმღერები, დოლ-გარმონი, ძველი თბილისის საკულტო პერსონაჟები ცოტას თუ დაგტოვებთ გულგრილს!
5 ოქტომბერი
13:00 I ხინკლის მომზადების მასტერკლასი.
13:00-17:00 I შოთის ჩაკვრის მასტერკლასი
13:00-17:00 I თბილისური მუსიკა და დოლ-გარმონი
15:00-18:00 I ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასი
18:00 I თამადების კონკურსი
19:00 I ქალაქური მუსიკის საღამო
მთელი დღის განმავლობაში ჩვენს სტენდებზე დაგხვდებათ:
ცხელ-ცხელი გლინტვეინი
პუნში
მოხალული წაბლი
ქართული ღვინის დეგუსტაცია ალკორიუმისგან
6 ოქტომბერი
15:00-18:00 I ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასი
13:00-17:00 I შოთის ჩაკვრის მასტერკლასი
მთელი დღის განმავლობაში ჩვენს სტენდებზე დაგხვდებათ:
ცხელ-ცხელი გლინტვეინი
პუნში
მოხალული წაბლი
გელოდებით!