20 და 21 სექტემბერს აღნიშნე თბილისობა „წისქვილში“
ტრადიციად ქცეული შემოდგომის დღესასწაული წელსაც გელოდებათ „წისქვილის“ ეზოში ნობათით, გემრიელი ნუგბარით და დაუვიწყარი განწყობით.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაერთონ ტრადიციული კერძების მომზადებაში.
დღესასწაულს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს ქორეოგრაფიული წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები, ხოლო ეზოში ნამდვილი ქართული დღესასწაული მოეწყობა, მხიარულებით და მრავალფეროვანი აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
აქტივობები:
ხინკლის მოხვევის მასტერკლასი
ჩურჩხელის ამოვლება
ყურძნის დაწურვა
ჭაჭის გამოხდა/დეგუსტაცია
ქართული ცეკვა
საბავშვო კუთხე
ბელიაშვილის ქუჩა #99
14:00 – 20:00
032 200 55 55
დასწრება თავისუფალია! მოდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და გაატარე დაუვიწყარი თბილისობა „წისქვილში“!