ირენა ოგანჯანოვა თბილისში 1975 წელს დაიბადა.
დაამთავრა ხელოვნების ინსტიტუტის ფერწერისა და სცენოგრაფიის ფაკულტეტი.
2002 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ. როგორც სცენოგრაფი გააფორმა 20-ზე მეტი სპექტაკლი.
რამოდენიმე წლის მანძილზე გატაცებული იყო მცირე სკულპტურული ფორმების შექმნით. ფერწერაში საკუთარ თავს სინჯავდა სხვა და სხვა ტექნიკაში და სტილში, თავის საკუთარ ხელწერას ეძებდა. ეს გამოფენა ამ ხანგრძლივი ძიების პროცესის შედეგია.
როგორ სიზმრებს ნახულობს თბილისი და როგორ სიზმრებს ხედავს თვით მხატვარი თავის მშობლიურ ქალაქზე? ამ შეკითხვაზე პასუხს უშუალოდ გამოფენის დათვალიერებისას მიიღებს მაყურებელი.