მენიუ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით საქართველოში ტარდება მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი თბილისის დიდი სლემი, სადაც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 ქვეყნის 400 სპორტსმენი, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში გაიმართება.