TBILISI UNFOLDING - Lecture by Sarah Cowles, Q&A by Peter Culley; Photo Exhibition - Barrie Hullegie თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
TBILISI UNFOLDING - Lecture by Sarah Cowles, Q&A by Peter Culley; Photo Exhibition - Barrie Hullegie

TBILISI UNFOLDING - Lecture by Sarah Cowles, Q&A by Peter Culley; Photo Exhibition - Barrie Hullegie

კინოს სახლი, ბოლო სართული 17:00 – ბარი ჰალეგის ფოტოგამოფენის გახსნა18:00 – სარა ქოულდის ლექცია „თბილისის გადაშლა“19:00 – დისკუსია პიტერ კალის მოდერატოროით დასწრება თავისუფალილექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე https://ubani.center/calendar/tbilisi-unfolding/
TBILISI UNFOLDING - Lecture by Sarah Cowles, Q&A by Peter Culley; Photo Exhibition - Barrie Hullegie
2 Kakabadzebi Brothers, Tbilisi
advertising
ინგლისური

აღწერა

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი “უბანის”, “რუდერალის” და “იერის” (IERI Store) ერთობლივი ღონისძიება.

“უბანის” საჯარო პროგრამა მასპინძლობს ,,რუდერალის” დირექტორს სარა ქოულს, რომელიც ისაუბრებს თბილისში განხორციელებულ ლანდშაფტის არქიტექტურის ორ პროექტზე: “არსენალის ოაზისი” და” თბილისის ურბანული ტყე”.
პროექტის “თბილისის ურბანული ტყის” ფარგლებში ძველი დაბერებული ფიჭვნარი ახალი ენდემური და კლიმატთან ადაპტირებული სახეობებით შეიცვალა, რამაც ბიომრავლფეროვნება შექმნა. ამ ძალისხმევამ ხელი შეუწყო ქალაქის ლანდშაფტის შენარჩუნებას.

აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს ახალი ეკოლოგიური მიდგომების დამკვიდრებას თბილისის სწრაფად ცვალებადი ურბანული გარემოს პირობებში.
თბილისის ურბანული ტყე (Tbilisi Urban Forest) ნომინირებულია 2024 წლის ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის ჯილდოზე – ლუდვიგ მის ვან დერ როეს პრემია (EUmies Awards).
 
ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის მოდერატორიც იქნება ლონდონელი არქიტექტორი, Spatial Affairs Bureau–ს დამფუძნებელი პიტერ კალი.
“იერთან” თანამშრომლობის ფარგლებში, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ჰოლანდიელი ფოტოგრაფის ბარი ჰოლეჯის გამოფენა. თავის ნამუშევრებში იგი მოგვითხრობს თბილისის აყვავებული ურბანული ტყეების შესახებ. ეს ახალგაზრდა ტყეები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ გაშენდა, ძველი ქალაქის ახალი სიცოცხლისა და წინსვლის სიმბოლოა.

“რუდერალის” მსგავსი ინიციატივები “ძერწავს” ქალაქის ლანდშაფტის არქიტექტურის სცენას, ინარჩუნებს საქართველოს უნიკალურ პეიზაჟებს, ხოლო “იერის” მსგავსი მცდელობები ავლენს საქართველოს ჭეშმარიტ ხასიათს, თანამედროვეობას აერთიანებს ღრმა კულტურულ ტრადიციებთან, რაც კარგად ვლინდება ქართველ ხელოვანთა ნამუშევრებში.
 
ღონისძიების კურატორია ნატა ტატუნაშვილი, ,,უბანის” და NWDS - ის თანამდფუძნებელი.

ფოტო და ვიდეო

TBILISI UNFOLDING - Lecture by Sarah Cowles, Q&A by Peter Culley; Photo Exhibition - Barrie Hullegie

ადგილი

კინოს სახლის კინოდარბაზი
კინოს სახლის კინოდარბაზი
2 Kakabadzebi Brothers, Tbilisi
„კინოს სახლის“ კინოდარბაზი წლების განმავლობაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ქართული კინოს განვითარება–პოპულარიზაციაში და ზოგადად, კინო–გემოვნების ჩამოყალიბებაში, ვინაიდან მაყურებელს სთავაზობდა არაკომერციულ, ზოგჯერ აკრძალულ, მსოფლიო დონის რეჟისორების ფილმებს, რომელთა ნახვა მხოლოდ აქ თუ შეეძლო მაყურებელს. კინოს სახლის კინოდარბაზი იყო და არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, საავტორო ფილმების ჩვენებაზე ორიენტირებული სივრცე.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება