თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ სერია CUNEUM-ის ახალი წიგნის - ძველი ახლოაღმოსავლური კანონების - პრეზენტაციაზე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ სერია CUNEUM-ის ახალი წიგნის - ძველი ახლოაღმოსავლური კანონების - პრეზენტაციაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ სერია CUNEUM-ის ახალი წიგნის - ძველი ახლოაღმოსავლური კანონების - პრეზენტაციაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ სერია CUNEUM-ის ახალი წიგნის - ძველი ახლოაღმოსავლური კანონების - პრეზენტაციაზე
Tbilisi, Georgia
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა


გამომცემლობა "აკადემიური წიგნი" (acad.ge), ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოება (SABC) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ სერია CUNEUM-ის ახალი წიგნის -
ძველი ახლოაღმოსავლური კანონების - პრეზენტაციაზე.
(მთარგმნელები - ნინო ჩარექიშვილი, მაია ღამბაშიძე, ერეკლე ასტახიშვილი)

წინამდებარე წიგნით მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა უშუალოდ გაეცნოს ძველი ახლოაღმოსავლეთის სამართლის მდიდარ მემკვიდრეობას და უკეთ გაიაზროს მისი როლი მსოფლიო სამართლისა და ცივილიზაციათა განვითარების პროცესში. მასში შესულია მსოფლიოს უძველესი სამართლებრივი ტექსტები – ძველი ახლო აღმოსავლეთის კანონები, კერძოდ: შუმერული (ურნამუს კანონები, ლიფით-იშთარის კანონები, X-ის კანონები, შუმერული კანონების სავარჯიშო ფირფიტა, კანონები დაქირავებული ხარების შესახებ, შუმერული კანონების ფორმების სახელმძღვანელო); ხეთური კანონები, ბაბილონური კანონები (ეშნუნას კანონები, ხამურაბის კანონები, ახალბაბილონური კანონები) და ასურული კანონები (შუაასურული კანონები, შუაასურული სასახლის დადგენილებები). წარმოდგენილი ტექსტების უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე, ნაწილი კი გადამუშავდა, დაზუსტდა ტერმინოლოგია და თავიდან ითარგმნა .

ფოტო და ვიდეო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეპატიჟებათ სერია CUNEUM-ის ახალი წიგნის - ძველი ახლოაღმოსავლური კანონების - პრეზენტაციაზე

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება