თბილისის ყავის ფესტივალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თბილისის ყავის ფესტივალი

თბილისის ყავის ფესტივალი

თბილისის ყავის ფესტივალი
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
ქართული

განრიგი

14.06.2026
კვირა
11:00
20 ₾ - 70
20 ₾ - 70
ვრცლად

აღწერა

თბილისის გამორჩეული ყავის ფესტივალი პირველად, თბილისის ისტორიაში, თბილისის გამორჩეული ყავის ფესტივალი გაიმართება!

 

ერთ სივრცეში ქართული გამორჩეული ყავის ინდუსტრიის როგორც აღიარებული ლიდერები, ისე ახალი და პერსპექტიული ბრენდები. 

 

გელოდებათ შესანიშნავი ყავა ადგილობრივი და საერთაშორისო როსტერებისგან, პროფესიონალური დეგუსტაციები (Cupping), მასტერკლასები და კონკურსები როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ყავის მოყვარულებისთვის.

 

ფესტივალის მონაწილეებს შორის არიან: Brewio (საერთაშორისო როსტერების — DAK-ისა და TANAT-ის ყავით), Beanbourbon, BNKR, Bonobo, Okro, Urban Roastery, ViceVersa, Catalyst, Probarista და მრავალი სხვა.

 

ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ერთ სივრცეში დააგემოვნოთ 10-ზე მეტი ადგილობრივი როსტერის ყავა, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც ამ განსაკუთრებული მარცვლების უკან დგანან, და უფრო ღრმად გაეცნოთ გამორჩეული ყავის კულტურას.

 

გელოდებათ აქამდე უცნობი და უნიკალური გემოები, დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატები, ასევე მრავალფეროვანი აქტივობები მთელი ოჯახისთვის.

 

შემოგვიერთდით და გახდით თბილისის პირველი გამორჩეული ყავის ფესტივალის ნაწილი! 

 

გელოდებით!

 

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ფასდაკლებული კომბინირებული ბილეთი ყავის ფესტივალზე და ხელნაკეთი ლუდის ფესტივალზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება Fabrika-ში შაბათს, 14 რიცხვში — დეტალები დეტალები ბილეთებზე

 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

თბილისის ყავის ფესტივალი

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება