სიახლე Tbilisi Open Air-ისგან! წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ფესტივალს Tbilisi Open Air: Winter Edition, რომელიც 2026 წლის ზამთრის ბოლო და გაზაფხულის პირველ დღეს (28 თებერვალი - 1 მარტი), გუდაურში ჩატარდება.
ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.
Facebook Event
Winter Edition, ისევე როგორც ზაფხულის Tbilisi Open Air, ყოველწლიური იქნება.
Tbilisi Open Air 2026: Winter Edition in Gudauri დღისა და ღამის მიხედვით გადანაწილებული იქნება როგორც ღია, ასევე შიდა სივრცეებში:
🗓️ 28 თებერვალი - დღე:
APRÈS SKI STAGE Marco Polo Gudauri Outdoor Area (ღია სივრცე)
კარი გაიღება 14:00-ზე.
15:00 MECHANICAL RAINBOW | 16:00 STEPHANE | 17:30 BEDFORD FALLS | 19:00 REJJIE SNOW
🗓️ 28 თებერვალი - ღამე:
HIDEOUT STAGE Marco Polo Gudauri Tennis Courts (დახურული სივრცე)
კარი გაიღება 20:45-ზე.
21:00 BJAZZ 11 & TEMURIKO | 22:30 SEVDA | 01:00 HARRISON BDP
🗓️ 1 მარტი:
მეორე საფესტივალო დღეს გადავინაცვლებთ მთაზე, სადაც 11:30 საათზე დაიწყება TOA Ski Challenge - სამოყვარულო სათხილამურო შეჯიბრი, რომელში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია დაახლოებით 13:00საათზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას Ski Challenge-ის წესებისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ თებერვალში გამოვაქვეყნებთ.
დაჯილდოების შემდეგ Khada Hut 'Khijina'-ს გარე სივრცეში, Free-DOM Stage-ზე, მუსიკალური ნაწილი გელოდებათ:
14:00 მწვანე ოთახი | 15:00 ANNA SUÈ
ℹ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გაიყიდება მხოლოდ პირველი დღის, 28 თებერვლის, ბილეთები. 1 მარტის საფესტივალო დღეზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Early Bird ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ 500 აბონემენტი (Full Pass), რომლის მფლობელებიც ფესტივალის სრულ პროგრამაზე შეძლებენ დასწრებას.
EARLY BIRD:
აბონემენტი - 100 ლარი
აბონემენტი ახალი თიბისი ბარათით - 85 ლარი
აბონემენტი ახალი თიბისი VISA კონცეპტ ბარათით - 75 ლარი
Early Bird-ის დასრულების შემდეგ, აბონემენტის ფასი მოიმატებს და სხვა კატეგორიის ბილეთების გაყიდვაც დაიწყება.
🏨 სასტუმრო Alpina-ს ფესტივალზე დასწრების მსურველებისთვის აქვს შეთავაზება, რომელიც გთავაზობთ პაკეტს: სასტუმროს ნომერი + ფესტივალის აბონემენტი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სასტუმროს: +995591270857
👪 მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფესტივალზე ასაკობრივი შეზღუდვების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
◼️10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე შემოსვლა უფასოა, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ახლდეთ ბილეთიანი სრულწლოვანი პირი, რომელმაც უნდა იქონიოს ბავშვის ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.
◼️ 11-17 წლის ასაკის მოზარდებისთვის ფესტივალზე შესვლა ფასიანია და მათ აუცილებლად უნდა ახლდეთ თან ბილეთიანი სრულწლოვანი პირი.
◼️18+ წლის მოზარდებს ფესტივალის ტერიტორიაზე მოხვედრა დამოუკიდებლად შეუძლიათ ბილეთის შეძენის შემდეგ, თუმცა მათაც თან უნდა იქონიონ ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.
გელით 28 თებერვალსა და 1 მარტს გუდაურში!
