Tbilisi Open Air 2025 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Tbilisi Open Air 2025

Tbilisi Open Air 2025

Tbilisi Open Air 2025
Beritashvili St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

• Tbilisi Open Air 2025 – 24-25 მაისი

Tbilisi Open Air განსხვავებული ფორმატით ბრუნდება - ფესტივალი 24-25 მაისს ჩატარდება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კი, ყველანი ერთად, თავისუფლების იდეით გაერთიანებულები შევხვდებით.

Tbilisi Open Air 2025 არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი. ჩვენს სტუმრებს 24 და 25 მაისს, Lisi Wonderland-ში, ჩვენთან ერთად უმასპინძლებენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.

ბილეთის ფასები:

EARLY BIRD – (Sold Out)

I კალათა:

- დღიური ბილეთი - 60 ლარი

- 2-დღიანი აბონემენტი - 110 ლარი

- 2-დღიანი აბონემენტი ახალი თიბისი ბარათით - 99 ლარი

- 2-დღიანი აბონემენტი თიბისი კონცეპტ Visa ბარათით - 88 ლარი (*ფასდაკლება ვრცელდება როგორც ძველი, ისე ახალი თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით გადახდისას)

 

ℹ️ I კალათის ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

 

ფესტივალის ლაინაფი:

MAIN STAGE

24.05 -TOA FOR THEATRE: 'LOUDER' - directed by DAVID KHORBALADZE |BEDFORD FALLS | არა & ყველა feat. მერაბ სეფაშვილი | MOKUMOKU | MAX.95 | TAMADA & 4D MONSTER LOBSTERS feat. GIORGI USHIKISHVILI | SKAZZ & MAMAFLEX | ROBI KUKHIANIDZE & OUTSIDER | EREKLE GETSADZE feat. SALIO & MEME & DENIVARLEVY | NEWCOMER 2025

25.05 - SUKHISHVILI GEORGIAN NATIONAL BALLET | KORDZ + NANI BREGVADZE, MECHANICAL RAINBOW | მწვანე ოთახი feat. GIULI CHOKHELI | SPECIAL GUEST - PAATA BURCHULADZE | LOUDSPEAKERS | BEKA GOCHIASHVILI & TEMURIKO DIASAMIDZE / LUKA TOPURIA & MUSHONE / KHATIA KORIDZE | KILLAGES feat. KOA & TAHA | SOFTEJECT SYSTEM | გამოუვალი მდგომარეობა | WILL KOLAK | PSYCHONAUT 4 | TAPE VISITORS

UNITY STAGE

24.05 - SEVDA B2B GIO SHENGELIA [KHIDI/4GB] | TOMMA B2B NIKA J [4GB] | SUMO B2B KOTE JAPARIDZE [MZESUMZIRA/303HZ] | ELENE B2B ALEXANDRA [UNITY]

25.05 - SOYL B2B DJ SHODA [ZION] | ZURKIN B2B IKA [VODKAST/SMALL MOVES] | SEQTA B2B OBRI [TES/PITCH] | BERO B2B TOKO K [MTKVARZE] | DJ DELOREAN B2B RYDEEN [TES]

ALTER STAGE

24.05 - PVP FLOW: NIKKI SLOW VS GROTASK | N ICE | KMC | KOKLIANI & iYiBOiY | 9 RHYME | KONTRA | CAS | ATA BABADAN | BXNNY

25.05 - PVP FLOW: MUQTA VS MAD MOSE | KAMI.24 | PINO | SKYRESS | MVYKL | TOVLY | NIKKI SLOW | MOSKA | EDDY AND CREW
 

Tbilisi Open Air-ის წლევანდელი, სპეციალური გამოშვება თანადგომას უცხადებს მუსიკალური და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ - ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში. ბილეთების შეძენის დროს კი, სურვილისამებრ, მომხმარებელი თავადაც შეძლებს გაიღოს დონაცია ზემოხსენებული ორგანიზაციებისათვის.

 თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდი ეხმარება მუსიკოსებს, დამოუკიდებელ თეატრებს, სახელმწიფო და მუნიციპალურ თეატრებში მიწვეულ მსახიობებსა და სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რათა გაუძლონ იმ ფინანსურ კრიზისს, რომლის წინაშეც დგას მთელი საშემსრულებლო ხელოვნება.

• საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი - მუსიკოსთა პირველი პროფკავშირია რეგიონში და მსოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის წევრი.

სმპკ დაფუძნდა იმისათვის, რათა დაიცვას მუსიკალურ სფეროში დასაქმებული ადამიანების უფლებები და დახვეწოს კანონმდებლობა მუსიკალური ინდუსტრიის მიმართულებით.
 

10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე შემოსვლა უფასოა, მაგრამ მათ აუცილებლად თან უნდა ახლდეთ სრულწლოვანი პირი.

ყველა ბილეთი და აბონემენტი დაცულია უნიკალური QR-კოდით. გთხოვთ, თქვენი ბილეთი და QR-კოდი კონფიდენციალურად შეინახოთ.

იმისთვის, რომ არ შეგექმნათ ფესტივალზე შესვლის პრობლემა, ნუ შეიძენთ ბილეთებს არაოფიციალური პირებისგან.

ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი/აბონემენტი ტერიტორიის შესასვლელში გადაცვალოთ სამაჯურში.

2-დღიანი აბონემენტის სამაჯური არ მოიხსნათ ორივე საფესტივალო დღის განმავლობაში.

ფოტო და ვიდეო

Tbilisi Open Air 2025

ადგილი

Lisi Wonderland
ახალი მულტიფუნქციური სივრცე - Lisi Wonderland
ამ ადგილის ყველა ღონისძიება