„თბილისი ხომ სიმღერაა“ - ნუცა ჯანელიძის იუბილე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
„თბილისი ხომ სიმღერაა“ - ნუცა ჯანელიძის იუბილე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

„თბილისი ხომ სიმღერაა“ - ნუცა ჯანელიძის იუბილე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

საიუბილეო საღამოს ბოლოს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება ნუცა ჯანელიძის სახელობითი ვარსკვლავი. რეჟისორი - ლადო ჯანელიძე დასაწყისი: 20:00
„თბილისი ხომ სიმღერაა“ - ნუცა ჯანელიძის იუბილე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა
1 Melikishvili Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

პროექტი „თბილისი ხომ სიმღერაა“ დაგეგმილია 2024 წლის 12 მარტს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე და ეძღვნება მუსიკოსის და მრავალი თაობის მუსიკოსის აღმზრდელის ქალბატონ ნუცა ჯანელიძის იუბილეს. 

საიუბილეო საღამოს მონაწილენი არიან: მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, ნატო მეტონიძე, ნუცა ბუზალაძე, სოფო ხალვაში, ნუკრი კაპანაძე, ლადო ჯანელიძე, თათია კენჭიაშვილი, სალომე ქათამაძე, რომა რცხილაძე, რუსა მორჩილაძე და ვაჟთა კვარტეტი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ტრიო „ნატალიი“, ვოკალური კვარტეტი „ფორტე“, თეატრალურის კვარტეტი, პოს.ტვ-ის ანსამბლი. 

საღამო მთლიანად ცოცხალი შესრულებითაა დაგეგმილი 6 მუსიკოსისგან შემდგარი ინსტრუნმენტული ბენდის თანხლებით.

ფოტო და ვიდეო

„თბილისი ხომ სიმღერაა“ - ნუცა ჯანელიძის იუბილე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა

ადგილი

თბილისის საკონცერტო დარბაზი
თბილისის საკონცერტო დარბაზი
1 Melikishvili Street, Tbilisi
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება