თბილისის ველოსპორტის თასი 2025 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თბილისის ველოსპორტის თასი 2025

თბილისის ველოსპორტის თასი 2025

თბილისის ველოსპორტის თასი 2025
Rustaveli Avenue
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

19.10.2025
კვირა
09:00

აღწერა

თბილისის ველოსპორტის კავშირის ორგანიზებით გეპატიჟებით გრანდიოზულ საგზატკეცილო შეჯიბრზე ‘’თბილისის ველოსპორტის თასი 2025’’.

შეჯიბრი გაიმართება 19 ოქტომბერს, თბილისის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე. შეჯიბრს უკვე ტრადიციული სახე აქვს და მეორედ ტარდება, შარშან მონაწილეობას იღებდა 100-მდე ველოსიპედისტი.

შეჯიბრი იქნება კრიტერიუმი, რაც გულისხმობს წრიულ მარშრუტზე ფინიშების რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულის გამოვლენას. შეჯირი დაიწყება და დამთავრდება რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მეტროსთან, ხოლო მარშრუტი იქნება თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედანთან ზეთისხილის ხის წრიულამდე. (მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ რუკის სახით) ერთი წრის სიგრძე არის 2 300 მ, წრიული 14 მ ამაღლებით. შეჯიბრის განმავლობაში 09:00 - 12:00 გამზირი იქნება ავტომობილებისთვის სრულიად გადაკეტილი.

შეჯიბრი დაყოფილი იქნება შემდეგ კატეგორიებად: 16 წლამდე ასაკი, პროფესიონალი და მოყვარული კაცებისა და ქალების კატეგორია

წრეების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით გახლავთ შემდეგი:

10-13 და 14-16 წლის მოზარდები სტარტს აიღებენ ერთდროულად. 10-13 წლის ასაკობრივი კატეგორია გაივლის 4 წრეს, 2 ფინიშით, ხოლო 14-16 წლის კატეგორია - 6 წრეს და 3 ფინიშით;

პროფესიონალები და მოყვარული მამაკაცები სტარტს აიღებენ ერთდროულად და ექნებათ 14 წრე 7 ფინიშით

ქალების კატეგორია გაივლის 4 წრეს 2 ფინიშით

შეჯიბრი განკუთვნილია საგზატკეცილო ველოსიპედისათვის, თუმცა ასევე დაიშვებიან სხვა ტიპის ველოსიპედებიც.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან როგორც თასებითა და მედლებით ასევე სხვადასხვა სპონსორების მიერ დაწესებული ფასიანი პრიზებით. სპონსორების ვინაობა დაიდება პოსტების სახით, ასე რომ თვალი ადევნეთ ღონისძიების გვერდს. შეჯიბრის პარტნიორია თბილისის მერია.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ ბლანკი:

https://forms.gle/6VUCQrEoFHJc2CU27

კითხვების შემთხვევაში 593 55 00 30 ან 598 38 78 85

ფოტო და ვიდეო

თბილისის ველოსპორტის თასი 2025

ადგილი

შოთა რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი (შემოკლებით "რუსთაველი", ყოფილი გოლოვინის პროსპექტი) — მთავარი პროსპექტი თბილისის ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი იწყება თავისუფლების მოედნიდან, გრძელდება დაახ. 1,5 კმ-ს, და უერთდება კოსტავას ქუჩას მეტრო რუსთაველთან. რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება