Fabrika-ს Jungle Room-ში შეიკრიბებიან საქართველოს საუკეთესო დამოუკიდებელი ქრაფტ (ხელნაკეთი) ლუდის მწარმოებლები. თქვენი ბილეთი მოიცავს დეგუსტაციის უფასო ნიმუშს თითოეული ლუდიდან! თუ რომელიმე (ან რამდენიმე!) მოგეწონებათ, შეძლებთ მის შეძენასაც პირდაპირ მწარმოებლისგან (რეკომენდებულია ნაღდი ანგარიშსწორება).
მეტი ინფორმაციისთვის მონაწილე ლუდსახარშების შესახებ ეწვიეთ ფეისბუქ ივენთ ჯგუფს.
https://facebook.com/events/s/tbilisi-craft-beer-festival/4093912270886944/
შეგიძლიათ აირჩიოთ ორი სესიისდან ერთ-ერთი: 13:00–16:00 ან 19:00–23:00
(საღამოს სესია უფრო გრძელია და დასრულდება პრიზების გადაცემით).
ღონისძიება მოიცავს ლუდის კონკურსს, სადაც შეგიძლიათ მისცეთ ხმა რჩეულ გემოს, და გათამაშებას, სადაც შეიძლება მოიგოთ ლუდისა და მერჩის საჩუქრები.
12 საათიდან გაიმართება სპეციალური საინფორმაციო სესია ლუდის სტილებზე, ხარშვის ტექნიკასა და ქართული ქრაფტ ლუდის ისტორიაზე.
გელით შესანიშნავი ლუდები, კარგი განწყობა და საუბრები სხვა ლუდის მოყვარულებთან და მწარმოებლებთან. არ გამოტოვოთ — ბილეთები შეზღუდულია და სწრაფად იყიდება!
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+