თბილისის ყავის ფესტივალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
თბილისის ყავის ფესტივალი

თბილისის ყავის ფესტივალი

თბილისის ყავის ფესტივალი
118 Tsereteli Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ორი დღის განმავლობაში შეგეძლებათ დატკბეთ ახლად მოხალული ყავის არომატით, უფრო ახლოს გაიცნოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები, დაესწროთ საინტერესო ვორქშოფებსა და ჩემპიონატებს.


„თბილისის ყავის ფესტივალი“ ბევრ საინტერესო ღონისძიებას მოიცავს:

ყავის ინდუსტრიის წარმომადგენლების გამოფენა და დეგუსტაციები - აღმოაჩენთ სრულიად ახალ გემოვნურ შეგრძნებებს, დააგემოვნებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდების უნიკალურ ყავის მარცვლებს.

ბიზნეს შეხვედრები - შესანიშნავი შესაძლებლობა, დაამყაროთ პროფესიული კავშირები ყავის სფეროს ლიდერებთან, იმპორტიორებთან და როსტერებთან.

ვორქშოფები - პრაქტიკული გაკვეთილები, სადაც შეისწავლით ყავის მომზადების ალტერნატიულ გზებს და მიიღებთ რჩევებს გამოცდილი სპეციალისტებისგან.

- ლატე არტისა და ‘’Mystery Cup’’ - ყავა & ალკოჰოლის ჩემპიონატები

- SCA სერთიფიცირების კურსები - შესაძლებლობა, გაიაროთ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტრენინგი და მიიღოთ სერტიფიკატი

- Roaster Village - ადგილობრივი და საერთაშორისო როსტერები

Coffee Cupping სესიები - ყავის დეგუსტაციის პროფესიონალური პროცესი, რომელიც გამოიყენება მისი არომატის და გემოს შეფასებისთვის.

- Food Court - გემრიელი კერძები, სასმელები და დასასვენებელი ზონა.


Tbilisi Coffee Festival გელით 11 და 12 ოქტომბერს , 11:00 - 20:00 საათებში. ერთად შევქმნათ ყავის ფესტივალის დაუვიწყარი მომენტები!

ადგილმდებარეობა: 118 წერეთლის გამზირი, თბილისი — „ექსპო ჯორჯია“

ფესტივალზე 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასოდ ვუმასპინძლებთ და მხოლოდ სრულწლოვანი ოჯახის წევრის თანხლებით.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყავისა და კოფეინიანი სასმელების მიღება არ არის რეკომენდირებული.

*12-16 წლამდე ბავშვებისთვის ფესტივალზე დასწრება შესაძლებელია ბილეთითა და სრულწლოვანი პირის თანხლებით.

*16 წლიდან ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ფესტივალზე დამოუკიდებლად დასწრება ბილეთით.


ბილეთები:

1-დღიანი აბონემენტი - 10 ₾

2-დღიანი აბონემენტი - 15 ₾
 

თუ ხარ ბარისტა ან/და მიქსოლოგი, გინდა ჩემპიონატებში გამოსცადო საკუთარი ძალები, გაგვიზიარო შენი ტალანტი და მიიღო განსაკუთრებული გამოცდილება, რეგისტრაციისთვის გამოგვიგზავნე შენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი მეილზე: championships@tbilisicoffeefestival.ge

თუკი ფიქრობ, რომ შენი ბიზნესისა და კომპანიის წარმოჩენა საინტერესო იქნება ყავის ფესტივალზე, შეთავაზებების მისაღებად და თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით მოგვმართე მეილზე: info@tbilisicoffeefestival.ge

www.tbilisicoffeefestival.ge

www.FB.com/Tbilisicoffeefestival

www.instagram.com/tbilisi_coffee_festival

ფოტო და ვიდეო

თბილისის ყავის ფესტივალი

ადგილი

ექსპო ჯორჯია
გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზება
ამ ადგილის ყველა ღონისძიება