თბილისის ყავის ფესტივალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თბილისის ყავის ფესტივალი

თბილისის ყავის ფესტივალი

თბილისის ყავის ფესტივალი
118 Tsereteli Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
advertising
ინგლისური, რუსული, ფრანგული, ქართული

განრიგი

11.10.2025
შაბათი
11:00
10 ₾ - 115
10 ₾ - 115
ვრცლად
12.10.2025
კვირა
11:00
10 ₾ - 115
10 ₾ - 115
ვრცლად

აღწერა

 

თბილისის ყავის ფესტივალი ბრუნდება!

 

ორი დღის განმავლობაში შეგეძლებათ დატკბეთ ახლად მოხალული ყავის არომატით, უფრო ახლოს გაიცნოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები, დაესწროთ საინტერესო ვორქშოფებსა და ჩემპიონატებს.


„თბილისის ყავის ფესტივალი“ ბევრ საინტერესო ღონისძიებას მოიცავს:

ყავის ინდუსტრიის წარმომადგენლების გამოფენა და დეგუსტაციები - აღმოაჩენთ სრულიად ახალ გემოვნურ შეგრძნებებს, დააგემოვნებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდების უნიკალურ ყავის მარცვლებს.

ბიზნეს შეხვედრები - შესანიშნავი შესაძლებლობა, დაამყაროთ პროფესიული კავშირები ყავის სფეროს ლიდერებთან, იმპორტიორებთან და როსტერებთან.

ვორქშოფები - პრაქტიკული გაკვეთილები, სადაც შეისწავლით ყავის მომზადების ალტერნატიულ გზებს და მიიღებთ რჩევებს გამოცდილი სპეციალისტებისგან.

- ლატე არტისა და ‘’Mystery Cup’’ - ყავა & ალკოჰოლის ჩემპიონატები

- SCA სერთიფიცირების კურსები - შესაძლებლობა, გაიაროთ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტრენინგი და მიიღოთ სერტიფიკატი

- Roaster Village - ადგილობრივი და საერთაშორისო როსტერები

Coffee Cupping სესიები - ყავის დეგუსტაციის პროფესიონალური პროცესი, რომელიც გამოიყენება მისი არომატის და გემოს შეფასებისთვის.

- Food Court - გემრიელი კერძები, სასმელები და დასასვენებელი ზონა.


Tbilisi Coffee Festival გელით 11 და 12 ოქტომბერს , 11:00 - 20:00 საათებში. ერთად შევქმნათ ყავის ფესტივალის დაუვიწყარი მომენტები!

ადგილმდებარეობა: 118 წერეთლის გამზირი, თბილისი — „ექსპო ჯორჯია“

ფესტივალზე 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასოდ ვუმასპინძლებთ და მხოლოდ სრულწლოვანი ოჯახის წევრის თანხლებით.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყავისა და კოფეინიანი სასმელების მიღება არ არის რეკომენდირებული.

*12-16 წლამდე ბავშვებისთვის ფესტივალზე დასწრება შესაძლებელია ბილეთითა და სრულწლოვანი პირის თანხლებით.

*16 წლიდან ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ფესტივალზე დამოუკიდებლად დასწრება ბილეთით.

ფოტო და ვიდეო

თბილისის ყავის ფესტივალი

ადგილი

ექსპო ჯორჯია
გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზება
ამ ადგილის ყველა ღონისძიება