ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული ბრუნდება თბილისის წიგნის დღეები 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით გაიმართება და ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონს კიდევ ერთხელ აქცევს ჯადოსნური სივრცედ, სადაც თავს მოიყრიან გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, ავტორები, ლიტერატურათმცოდნეები და, რა თქმა უნდა, ათასობით წიგნის მოყვარული სამი დღის განმავლობაში გელოდებათ ახალი გამოცემების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამა სხვადასხვა ასაკის სტუმრებისთვის და, რაც მთავარია, სასურველი წიგნების განსაკუთრებულ ფასად შეძენის შესაძლებლობა!