თბილისის ბაროკო ფესტივალი 2025 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2025

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2025

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2025
123 A D. Aghmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

28.10.2025
სამშაბათი
19:30
20 ₾ - 50
20 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი

ქართული და ევროპული ძველი მუსიკა

 

I განყოფილება

ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“ / სამხატვრო ხელმძღვანელი - დავით ცინცაძე

კონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერის აღმოსავლური და დასავლური შტოს სიმღერა-საგალობლები. რეპერტუარი მოიცავს როგორც უძველეს, ასევე შუა პერიოდის და შედარებით ახალ მუსიკალურ ნიმუშებს. საკონცერტო პროგრამა დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ტიპის პოლიფონიური და სახასიათო ნიმუშებით.

 

II განყოფილება

ჯოვანი ბატისტა პერგოლეზი – Stabat Mater, P. 77

 

შემსრულებლები:

სოლისტები:

ჯულია ბოლკატო, სოპრანო / იტალია

ანდრეას შოლი, კონტრტენორი / გერმანია

 

დირიჟორი: კორნელია ფონ კერსენბროკი / გერმანია

საქართველოს სინფონიეტა / სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი

თბილისის ქალთა გუნდი / დირიჟორი – ომარ ბურდული

ფოტო და ვიდეო

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2025

ადგილი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკარად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორგანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად საამაყოა. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისთვის ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება