თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა ბრუნდება!
ევროპისა და აზიის სახელოვნებო სცენებისათვის უკვე კარგად ნაცნობი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში, 11-14 აპრილს გაიმართება.
✧ TAF 2024-ზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.
✧ რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა უკვე მეოთხედ მოუყრის თავს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.