აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილთან
თემა: „თავისუფლების გასაკრალურება ჯონ სტიუარტ მილთან და თანამედროვე ევროპა"
ჯონ-სტიუარტ მილის “ესეი თავისუფლების შესახებ” ეხება სამოქალაქო თავისუფლებას, რაც გულისხმობს როგორც ნებისმიერი აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ისე პირადი სივრცის დაცულობასა და ხელშეუხებლობას.
შეხვედრისას განხილული იქნება საკითხი, თუ რამდენად ერთადერთ, აბსოლუტურ და საკრალურ სივრცედ იქცევა სამოქალაქო თავისუფლება ჯონ სტიუარტ მილთან, განსხვავებით მანამდელი, ტრადიციული გააზრებისაგან.
მის ამ ხედვას განსაკუთრებული როლი და მასშტაბი აქვს, რაც ფუნდამენტურად განაპირობებს თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციურ მოდელს, რასაც, ცხადია, სიკეთესა და ღირსებებთან ერთად, თავისებური ბოროტება და საფრთხეებიც ახლავს.