ტაცუკი ფუძიმოტო: 17-26 / 2025 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ტაცუკი ფუძიმოტო: 17-26 / 2025

ტაცუკი ფუძიმოტო: 17-26 / 2025

ტაცუკი ფუძიმოტო: 17-26 / 2025
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, ქართული

აღწერა

ექვსმა სხვადასხვა ანიმე სტუდიამ შვიდ რეჟისორთან ერთად ადაპტაცია გაუკეთა საკულტო იაპონელი მანგას ავტორის, ტაცუკი ფუძიმოტოს („Look Back“, „Chainsaw Man“) ადრეულ ნამუშევრებს. ეს არის ანიმე-ანტოლოგია, სადაც თითოეული ეპიზოდი მოკლე ისტორიაა — ყველა მათგანი ავტორმა მოიფიქრა და დახატა 17-დან 26 წლამდე ასაკში.

ისტორიები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, მკვეთრად განსხვავდება ტემპითა და შინაარსით და ზოგჯერ სრულიად შეშლურადაც კი ჩანს. მაგალითად, პირველ ეპიზოდში პლანეტა დაიპყრეს კანიბალმა უცხოპლანეტელებმა, ხოლო დარჩენილი ადამიანები თავს ქათმებად ასაღებენ, რომ არ შეჭამონ. ან კიდევ ერთი ისტორიაა ბიჭზე, რომელსაც მუდმივად ხელს უშლიან — ხან მძარცველი დაესხმება, ხან უცხოპლანეტელი ცდილობს დედამიწის განადგურებას, მაგრამ მას ამისთვის არ სცალია — ის სიყვარულის აღიარებას აპირებს.

ეს ანიმე-კრებული ჩვენი ბოლო აღმოჩენაა, რომელსაც გულწრფელად და ენერგიულად გირჩევთ სანახავად. სერიები გამოვიდა ONA ფორმატში (ანიმე, რომელიც პირდაპირ ონლაინ ვრცელდება) და დიდად არ გაურეკლამებიათ, ამიტომ რელიზმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. თუმცა, ჩვენი მოკრძალებული აზრით, ეს ნამდვილი ბომბაა. რამდენიმე წელიწადში ეს სერიალი საკულტოდ ჩაითვლება. და მაშინ აუცილებლად გაიხსენებთ — ჩვენ ხომ გითხარით!

ყველა ეპიზოდის ჯამური ხანგრძლივობა ორ საათზე მეტია, მაგრამ ეკრანს მოშორება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ფოტო და ვიდეო

ტაცუკი ფუძიმოტო: 17-26 / 2025

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება