ტაცუკი ფუძიმოტო: 17–26 / 2025 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ტაცუკი ფუძიმოტო: 17–26 / 2025

ტაცუკი ფუძიმოტო: 17–26 / 2025

ტაცუკი ფუძიმოტო: 17–26 / 2025
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ექვსმა სხვადასხვა ანიმე-სტუდიამ და შვიდმა რეჟისორმა ეკრანზე გადაიტანა იაპონური საკულტო მანგაკას, Tatsuki Fujimoto-ს ადრეული ნამუშევრები (მათ შორის Look Back და Chainsaw Man). შედეგად მივიღეთ ანიმე-ანტოლოგია: თითოეული ეპიზოდი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ისტორიაა, ყველა მათგანი ავტორმა 17-დან 26 წლამდე ასაკში მოიგონა და დახატა.

ისტორიები ერთმანეთთან კავშირში არ არის, მკვეთრად განსხვავდება ტემპითა და შინაარსით და ზოგჯერ სრულიად გიჟურადაც კი გამოიყურება. მაგალითად, პირველ სერიაში პლანეტა უცხოპლანეტელმა კაციჭამიებმა დაიპყრეს, ხოლო გადარჩენილი ადამიანები ქათმებად ასაღებენ თავს, რომ არ შეჭამონ. სხვა ისტორიაში კი არის ბიჭი, რომელსაც მუდმივად რაღაც აფერხებს: ხან მძარცველი ესხმის თავს, ხან უცხოპლანეტელი დედამიწის განადგურებას აპირებს — მაგრამ მას მათთვის არ სცალია, რადგან გოგოსთვის სიყვარულის აღიარებას გეგმავს.

ეს ანიმე-კრებული ჩვენი უახლესი აღმოჩენაა, რომელსაც კატეგორიულად გირჩევთ. სერიები გამოვიდა ONA ფორმატში (ანიმეები, რომლებიც პირდაპირ ონლაინ ვრცელდება) და თითქმის არ გაურეკლამებიათ, რის გამოც რელიზმა საკმაოდ ჩუმად ჩაიარა. თუმცა ჩვენი მოკრძალებული აზრით, ეს ნამდვილი ბომბაა. ორიოდე წელიწადში სერიალი საკულტოდ ჩაითვლება — და სწორედ მაშინ გაგახსენდებით. ჩვენ ხომ გითხარით!

ყველა სერია ერთად ორ საათზე მეტხანს გრძელდება, მაგრამ ეკრანს მოწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ფოტო და ვიდეო

ტაცუკი ფუძიმოტო: 17–26 / 2025

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება