Taste Tbilisi - Street Food by Chefs თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Taste Tbilisi - Street Food by Chefs

Taste Tbilisi - Street Food by Chefs

Taste Tbilisi - Street Food by Chefs
4, ხაზინას ქ.
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

20.06.2026
შაბათი
14:00
15 ₾ - 25
15 ₾ - 25
ვრცლად
21.06.2026
კვირა
14:00
15 ₾ - 25
15 ₾ - 25
ვრცლად

აღწერა

TASTE TBILISI-ს ფესტივალი უკვე მე-8 წელია დედაქალაქში Street Food-ის ყველა მოყვარულისთვის ნამდვილ ურბანულ ზეიმს ქმნის.


20 და 21 ივნისს, თბილისი კიდევ ერთხელ გახდება კულინარიული აღმოჩენების, ცოცხალი მუსიკისა და ახალი, ან კარგად ნაცნობი ადამიანების შეკრების ადგილი. 


წელს ფესტივალს მზარეულები გაუძღვებიან და სპეციალირად TASTE TBILISI-სთვის შექმნილი მენიუთი გიმასპინძლებენ 


ფესტივალზე დაგხვდებათ: 

- გამორჩეული მზარეულები 

- საფესტივალო მენიუ 

- ნატურალური ღვინო

- ქართული სიდრი

- კრაფტ ლუდი 

- აგრო ბაზარი

- “ცინცილი” 

- ჯინ ბარი 

- საზღვარგარეთ მცხოვრებ ფრანგთა კავშირი 

- EZO ფესტივალი

- ცოცხალი მუსიკა

- Fête de la Musique 

- გასართობი სივრცე 

 

წელს პირველად მოეწყობა ცოცხალი მუსიკის სცენა, რომელიც ფესტივალს სრულიად ახალ ენერგიას შემატებს: 


20 ივნისი ➡︎ VAQO, On The Road, Lexo Ratiani 

21 ივნისი კი სრულად დაეთმობა ფრანგული მუსიკის დღესასწაულს ➡︎ Fête de la Musique-ს! 


EZO ფესტივალი კი შექმნის ალტერნატიულ სივრცეს, სადაც გელოდებათ შოუქეისი სპეციალური კოლაბორაციებით და განსხვავებული მუსიკით. 


აგრო ბაზარში გაეცნობით რეგიონებში მცხოვრები ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებულ, ჯანსაღ პროდუქციას. 


“ცინცილის” პოპ-აპში დაგხვდებათ ბუნებრივი ღვინო, ფერმენტირებული პროდუქტები და მათგან შექმნილი კერძები. 


ბილეთები გაიყიდება როგორც კარზე, ასევე Online 

➡︎ ერთი დღე (ონლაინ) - 15₾

➡︎ ორ დღიანი აბონემენტი (ონლაინ) - 25₾ 


➡︎ ერთი დღე (კარზე) - 20₾

➡︎ ორ დღიანი აბონემენტი (კარზე) - 30₾

აბონემენტის შეძენის შემთხვევაში, გაიცემა “ორი კათხას” ლუდის, ან Pepsi-ს უფასო მონეტები. 

 

16 წლამდე მოზარდებისათვის კი, ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ დროს უფასოა

არ გამოტოვოთ წლის ყველაზე გემრიელი მოვლენა 


20 | 21 ივნისს 

ლეონიძის პარკი - შესასვლელი ხაზინის ქუჩიდან, N4 


ფესტივალზე იმოქმედებს ბარათით გადახდის სისტემა ყველგან, გარდა აგრო და ღვინის მეწარმეებისა.


მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ საფრანგეთის საელჩოს, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ფრანგთა კავშირს.


🇺🇳 ფერმერთა ბაზარი ხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.



ფესტივალის პარტნიორები არიან: 

პეპსი 

ორი კათხა 

სნო

ფოტო და ვიდეო

Taste Tbilisi - Street Food by Chefs

ადგილი