ტანია სერგეევა "ძველი თამაშები" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

ტანია სერგეევა "ძველი თამაშები"

2011 წელს ტატიანა პირველად ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა ქართველ ხელოვანებს. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში ხელოვნების ფესტივალზე ვილა "გარიყულაში". მას შემდეგ საქართველოში ხშირად ჩამოდის და ხატავს. მხატვარი ცხოვრობს და მოღვაწეობს პეტერბურგში. გამოფენა 18 ნოემბერს 19:00 საათზე გაიხსნება და 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. LICHT GALLERY ღიაა 16:00 საათიდან 20:00 საათამდე ყოველდღე ორშაბათის გარდა.
ტანია სერგეევა "ძველი თამაშები"
Sololaki, 19 Galaktioni Tabidze, Tbilisi
advertising

აღწერა

კურატორი ალექსანდრე ფლორენსკი

ტატიანა სერგეევა დაიბადა ლენინგრადში (სანქტ-პეტერბურგი) 1976 წელს. სწავლობდა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება.

2000 წლიდან 2006 წლამდე სწავლობდა ბარონ შტიგლიცის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ფერწერის განყოფილებაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა დეკორატიული კედლის მხატვრობის სფეროში. 2010 წლიდან ის მხოლოდ ტილოზე მხატვრობით არის დაკავებული.

ადგილი

LICHT Gallery
LICHT Gallery
Sololaki, 19 Galaktioni Tabidze, Tbilisi
თანამედროვე ხელოვნების გალერეა და მხატვრების რეზიდენცია თბილისის ცენტრში კურატორი ა.ფლორენსკი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება