თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის გამოფენა, რომელიც კრისტიან დიორისთვის ხატავდა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის გამოფენა, რომელიც კრისტიან დიორისთვის ხატავდა

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა - მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. მეცნიერთა ჯგუფმა კოლექცია ბრეტანიდან, კერძოდ კი - საფრანგეთის სოფელ ლამპალუზ-პულუარზელიდან საქართველოში ჩამოიტანა.   ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის: 30-ზე მეტი ფერწერული ტილო, 300-ზე მეტი გრაფიკული ჩანახატი და ესკიზი (წიგნის მხატვრობა, თეატრის მხატვრობა, მოდის დიზაინი და სხვ.) და 200-ზე მეტი საარქივო ფოტო.   თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე წლების განმავლობაში იყო სან პაულოს თეატრის მხატვარი. აღსანიშნავია, რომ მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ Dior-ისთვისაც.   1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, „XVI უბნის გალერეაში“, პარიზის სალონ „სოფიტელ გრუპ 36-ში“, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგის ფრანგული კულტურის ცენტრში. ის ქმნიდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალზე გამართული წარმოდგენებისთვის და სხვ.   საექსპოზიციოდ წარმოდგენილი იქნება თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები და აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები.    გამოფენა 19 ნოემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 16 დეკემბრამდე გასტანს.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის გამოფენა, რომელიც კრისტიან დიორისთვის ხატავდა
11 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
advertising

აღწერა

ეროვნული გალერეა კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის, მასშტაბურ გამოფენას პირველად უმასპინძლებს.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ორგანიზებით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ემიგრანტი ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს.

ადგილი

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
11 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
თბილისის სამხატვრო გალერეა — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე № 11. ცნობილია ასევე "ცისფერი გალერეის? სახელით. დაარსდა 1920 წელს. თავდაპირველად საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა ერქვა. მოთავსდა ე. წ. დიდების ტაძარში (აშენდა XIX საუკუნის დასასრულს, რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის არმიის გარმარჯვების აღსანიშნავად). გალერეის შექმნის ინიციატორი და პირველი დირექტორი იყო მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე. შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, დაარსდა. ეროვნული გალერეის პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებში გამოიკვეთა: ქართული და უცხოური, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშები — რაც ფასეული შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე. 2007 წელს ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დაიგეგმა გალერეის შენობის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე. შენობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე. განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და გაიხსნა მაღაზია. პროექტი პორტუგალიულმა არქიტექტურულმა კომპანია „Ainda Arquitectura“-მ შეიმუშავა. ინახება 30 000 ექსპონატი. დღეს გალერეა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ცენტრალური საგამოფენო სივრცეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები. თბილისის სამხატვრო გალერეას 2009 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. მუზეუმის ფონდი ინახავს 30 ათას ექსპონატს თანამედროვე ქართული კულტურისა. მათ შორის ფერწერის, გრაფიკის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ნამუშევრებს. ძირითად კრებულს წარმოადგენს XX საუკუნის კლასიკური ქართული ფერწერისა და ქანდაკების ნამუშევრები. მათ შორისაა ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და სხვათა ნამუშევრები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება