GENER8 გიწვევთ იქ, სადაც ქართული ფესვები ელექტრონულ ხმებში იღვიძებს — TAMADA ბათუმში!
26 ივნისს, GENER8-ის სცენა გადაიქცევა სივრცედ, სადაც თანამედროვე ქართული ხმა და ელექტრონული ენერგია შეერწყმება ერთმანეთს. ბათუმის ბულვარში, ზაფხულის გახსნისთვის მზად არის სცენა, რომელზეც მთავარი გმირი იქნება TAMADA — არტისტი, რომელიც ტრადიციას და ავანგარდს უსვამს რიტმს.
TAMADA ცნობილია თავისი ექსპერიმენტული ჟღერადობით, რომელიც აერთიანებს ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ ბითებსა და თანამედროვე კლუბურ
ატმოსფეროს. მისი გამოსვლა ერთი მხრივ ნოსტალგიური, ხოლო მეორე მხრივ სრულიად ახალი გამოცდილებაა.
მისი ცნობილი ტრეკები, როგორებიცაა “PIRAMDE”, “TIKEBI” და “KINTO SONG”
უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს, როგორც საქართველოში, ისე უცხოურ სივრცეებში.
ღამის განმავლობაში სცენაზე ვიხილავთ ასევე არტისტს NAQEBI, რომელიც თავისი დინამიკური და გამორჩეული სეტით დაუმატებს ღამეს ელექტრონულ ძალას და გააძლიერებს ენერგიას GENER8-ის სცენაზე.
ადგილმდებარეობა: GENER8, ბათუმის ბულვარი
მიზანშეწონილი სანაპირო ადგილი, სადაც სტილი და უსაშველო ფუფუნება ერწყმის ერთმანეთს