TAMADA ცნობილია თავისი ექსპერიმენტული ჟღერადობით, რომელიც აერთიანებს ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ ბითებსა და თანამედროვე კლუბურ
ატმოსფეროს. მისი გამოსვლა ერთი მხრივ ნოსტალგიური, ხოლო მეორე მხრივ სრულიად ახალი გამოცდილებაა.
მისი ცნობილი ტრეკები, როგორებიცაა “PIRAMDE”, “TIKEBI” და “KINTO SONG”
უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს, როგორც საქართველოში, ისე უცხოურ სივრცეებში.