თამადა და ჩვენებურები (პრემიერა) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თამადა და ჩვენებურები (პრემიერა)

თამადა და ჩვენებურები (პრემიერა)

თამადა და ჩვენებურები (პრემიერა)
18 Queen Tamar Avenue, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

02.05.2026
შაბათი
21:00
60

აღწერა

ჩვენებურები 15 წლის წინ ევროპაში გავიცანი - ზუსტად მაშინ, ქარზე შემოჯდომას რომ ვსწავლობდი. აქამდე მოვქროლდი და ისევ შევეყარეთ. ამჯერად საერთო ენერგიამ, დარდმა, სიხარულმა და მუსიკის, განსაკუთრებით ქართული  მუსიკის სიყვარულმა შეგვყარა, აგვათამაშა. დიდი კეთლიშობილებით და თავისუფლებით შემოვიდნენ ჩემს მუსიკაში და ახალი სიმღერები დაიწერა, ახალი კონცერტიც დაიდგა. პირველ კონცერტს პრემიერად თეატრს მოვუხდენთ. მთლად თეატრში არ გეგონოთ წახვალთ, ბარიც იქნება და შესაბამისი თამადური გრიალიც. 

 

2 მაისს დიდი ამბავი დაიწყება და არავის ვურჩევდი გამოტოვებას.

 

ბევრი დაგროვდა სათქმელი, ბევრი ახალი სიმღერითაც დავიკვეხნით და საყვარელ ძველებსაც არ გავაციებთ.

 

მაგარი რამე გელით და არ ღირს გამოტოვება ერთი ეგაა - ამჯერად, ადგილები ბევრი არა გვაქვს და ბილეთებზე ცოტა აჩქარება მოგიწევთ.” - თამადა 

18+ - არასრულწლოვანი უფროსთან ერთად 

 

ბილეთები:

I კალათა - 60 ლარი
II კალათა - 70 ლარი
კარზე(თუ დარჩა) - 80 ლარი

 

შეხვედრამდე, გავიხაროთ! 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

თამადა და ჩვენებურები (პრემიერა)

ადგილი

ქალაქის თეატრი
"ქალაქის თეატრი" ახალი დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეა, რომლის მთავარი მისიაა იყოს ხალხის ხმა, ისაუბროს დღევანდელ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ღიად და გახსნილად. გვინდა ხელოვნება ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობის თითოეული წევრისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ თეატრი მაყურებელს ეკუთვნის! "ქალაქის თეატრი" მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც სპექტაკლების გარდა შესაძლებელია მოეწყოს გამოფენები, პრეზენტაციები, ვორქშოპები და სხვადასხვა ღონისძიებები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება