თამადას დაბადების დღე აქვს.
ასეთ დღეებში კაცი იფიქრებს — აბა, რა უნდა მოხდესო.
ჰოდა მოხდება ის, რაც ყოველთვის ხდება ხოლმე: ხალხი მოიყრის თავს, სცენაზე ჰანგები გაისმება, ვინმე ფეხს ააყოლებს, ვინმე ხმას, და ბოლოს აღმოჩნდება, რომ მთელი საღამო ერთი დიდი ამბავი ყოფილა.
თამადა ისეთი კაცია, ბევრგან უვლია, ბევრ ხალხთან უმღერია და ბევრი მეგობარი მოუყრია ერთად. ახლა კი ასე გამოვიდა, რომ თავის დაბადების დღეს დედაენის სცენაზე შეხვდება — მურმან წულაძე და ჩვენებურები ხმას ააყოლებენ და აგორდება ყველაფერი ისე, როგორც კარგი კონცერტები იმართება ხოლმე.
ხოდა მოდით.
დავსხდეთ, დავდგეთ, მოვუსმინოთ, ვიმღეროთ, ვისაც როგორ გამოსდის.
გაზაფხულიც ხომ თავისით არ მოდის —
მერცხლები ერთი ამბავია,
მაგრამ ხალხიც უნდა მიეხმაროს.
ჰოდა შევბეროთ ერთად.
დანარჩენს საღამო თვითონ მიხედავს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
