ჩემო საყვარელო იმერეთო!
აბა, ისე როგორ დავიწყებდით ჩვენს საერთო გრიალს, იმერეთში არ ჩამოვსულიყავით და ტკბილად არ ჩაგხუტებოდით?!
ეს თავისთავად განსაკუთრებული მხარე ჩვენთვის, ყველასთვისაც პერსონალურად გამორჩეულია. თითოეულ წევრს ჩვენი საკუთარი სიყვარული და ისტორია გვაქვს იმერეთთან, რომელიც დიდებულად გამოჩნდება სცენაზე.
დიდი მადლობა შატო ვარციხეს, რომელიც ასეთი ჩვენებურია და დაგვითმო ეს ლამაზი ადგილი, რათა სიყვარული ერთმანეთს გავუზიაროთ.
გელოდებით!
იმედია, ყველა გრძნობთ, რა კარგი ამბავი გელოდებათ და რამდენი მუსიკალური საჩუქარი.
ასევე “ვაჟა პაპა”ს უგემრიელესად მათრობელა ღვინო მოგვცემს ბახუსის გარანტიას.
გვერდს ჩვენი სანაქები დიჯეი “NAQEBI” გაგვიმაგრებს და როგორც ჩვევია, არაფერს დაგვაკლებს კონცერტამდე და კონცერტის შემდეგაც.
აბა, გავერთიანდეთ და გავიხაროთ!
კარის გაღება — 17:00
DJ Naqebi — 19:00
კონცერტი — 21:00
DJ Naqebi — 23:00
ბილეთები:
I კალათა — 40 ლარი
კარზე — 60 ლარი
12 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა (რა თქმა უნდა, უფროსის თანხლებით).
ასევე 16 წლამდე აუცილებელია უფროსთან ერთად.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
სასტუმრო კურორტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ულამაზესი ოთახებით და კერძო კოტეჯებით ტყეში