3 სექტემბერს, ხუთშაბათს, პრეზენტაციების საღამოზე ვიკრიბებით.
თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა მოამზადოს 15–20-წუთიანი გამოსვლა ნებისმიერ თემაზე: მოგვიყვეს საკუთარ კვლევაზე, ჰობიზე, საინტერესო გამოცდილებაზე, სამუშაოზე, წიგნზე, იდეაზე ან პირად ისტორიაზე.
ეს არ არის აკადემიური კონფერენცია — უფრო ცოცხალი საუბრების საღამოა და მცდელობა, ცოტა ხნით სამყაროს სხვისი თვალით შევხედოთ.
ლამაზი სლაიდების გაკეთება აუცილებელი არ არის. მთავარია, გქონდეთ თემა, რომლის გაზიარებაც ნამდვილად გინდათ.
🎟️ მონაწილეობა:
სპიკერებისთვის — უფასო
მსმენელებისთვის — თავისუფალი დონაცია
თუ პრეზენტაციის იდეა გაქვთ — მოგვწერეთ!
თუ უბრალოდ მოსვლა და საინტერესო ადამიანების მოსმენა გსურთ — სიამოვნებით გელოდებით „მაწანწალა ძაღლში“.