„ბერლინის ცის“ სიქველი, სადაც ანგელოზები კვლავ ჩამოდიან დედამიწაზე, რათა ჩაიხედონ ქალაქელთა აზრებში, გრძნობებსა და მოგონებებში. ზეციურ მაცნეებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ მიწიერ ცხოვრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ანგელოზური ბუნების დაკარგვა ემუქრებათ. თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად ანგელოზი კასიელი ვერ გაუძლებს ცდუნებას და მოვლენებში ჩაერევა.
ფილმში მცირე როლებით მონაწილეობენ ლუ რიდი და მიხაილ სერგეევიჩი გორბაჩოვი.
კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელი.