ტაბაწყურის ტბა Tour Lovers თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ტაბაწყურის ტბა Tour Lovers

ტაბაწყურის ტბა Tour Lovers

ტაბაწყურის ტბა Tour Lovers
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან45
advertising
ქართული

აღწერა

ტაბაწყურის ტბა

შემოუერთდით ტურის მოყვარულების კიდევ ერთ ჯადოსნურ ტურს.

ერთად მოვინახულოთ სამცხე-ჯავახეთის მშვენება, ტაბაწყურის ტბა.

ფეხით სავალი გზა: 5 კმ (მარტივი)

ტურის მიმართულებები:

ფარავნის ტბა

ფოკის მამათა მონასტერი

ტაბაწყურის ტბა

სოფელი ტაბაწყური

ღირებულებაში შედის:

დაზღვეული და კომფორტული მიკროავტობუსი (20 ადგილიანი)

გამოცდილ გიდებთან და მძღოლებთან ერთად უსაფრთხო მგზავრობა

ენერგიული და მეგობრული გუნდი

ღირებულებაში არ შედის კვება. (თავად ითვალისწინებთ სრული დღის კვებას)

ამინდის ცვლილებიდან გამომდინარე გირჩევთ თან იქონიოთ საწვიმარი, კომფორტული და თბილი ტანსაცმელი, უმჯობესია ატაროთ კომფორტული ფეხსაცმელი.

ტურის თარიღს ირჩევთ თქვენ — თქვენი სურვილებისა და ამინდის მიხედვით. ჩვენ კი მზად ვართ, ნებისმიერი დღე დაუვიწყარ მოგზაურობად ვაქციოთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ტურის მიმდინარეობისას ალკოჰოლის მოხმარება დაუშვებელია.

ღირებულებაში არ შედის კვება.

ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ ხდება.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზატორს აქვს ტურის შეწყვეტის/გადადების უფლება.

ფოტო და ვიდეო

ტაბაწყურის ტბა Tour Lovers

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება