სისტემური განლაგება - თვითშემეცნება, ურთიერთობები და სისტემური ინტელექტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სისტემური განლაგება - თვითშემეცნება, ურთიერთობები და სისტემური ინტელექტი

სისტემური განლაგება - თვითშემეცნება, ურთიერთობები და სისტემური ინტელექტი

სისტემური განლაგება - თვითშემეცნება, ურთიერთობები და სისტემური ინტელექტი
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

23.07.2026
ხუთშაბათი
20:00
60

აღწერა

23 ივლისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები სისტემური განლაგებების საერთაშორისოდ აკრედიტებულ სპეციალისტ მოქშა ფეიქართან.


👉 თემა: „სისტემური განლაგება - თვითშემეცნება, ურთიერთობები და სისტემური ინტელექტი"


რატომ ხდება, რომ ზოგჯერ, მიუხედავად ცოდნის, გამოცდილებისა და დიდი ძალისხმევისა, ცხოვრება მაინც ერთსა და იმავე წრეზე გვაბრუნებს? რატომ მეორდება მსგავსი ურთიერთობები, კონფლიქტები და ცხოვრებისეული სცენარები?


შესაძლოა, პასუხი მხოლოდ ინდივიდში არ იყოს. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა სისტემის ნაწილია - ოჯახის, ურთიერთობების, ორგანიზაციისა და საზოგადოების - და ამ სისტემებში მოქმედი კანონზომიერებები ხშირად იმაზე მეტ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ვიდრე თავად წარმოგვიდგენია.


დღეს, როდესაც სამყარო სულ უფრო კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული ხდება, მოვლენების მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივი ახსნა ხშირად აღარ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ სისტემური ხედვა და სისტემური ინტელექტი თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარად იქცა - უნარად, რომელიც გვეხმარება დავინახოთ არა მხოლოდ ცალკეული მოვლენები, არამედ მათ შორის არსებული კავშირები, მთლიანობა და ის კონტექსტი, რომელშიც ისინი ვითარდება.


ლექცია იქნება ინტერაქციული ხასიათის, სადაც არა მხოლოდ ვისაუბრებთ თვითშემეცნებაზე სისტემური პერსპექტივიდან, ურთიერთობებში განმეორებად ნიმუშებზე, ოჯახური, ორგანიზაციული და სხვა სისტემების გავლენაზე ადამიანის ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე, არამედ ასევე განვიხილავთ და პრაქტიკულადაც შევეხებით სისტემური განლაგების ფენომენოლოგიურ მეთოდს.


ეს ლექცია იქნება მოწვევა სისტემური ხედვისკენ - იმისკენ, რომ საკუთარი თავი აღარ აღვიქვათ იზოლირებულად, არამედ იმ მრავალფეროვანი სისტემების ნაწილად, რომლებშიც ვცხოვრობთ, ვურთიერთობთ და ვვითარდებით.


🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

ფოტო და ვიდეო

სისტემური განლაგება - თვითშემეცნება, ურთიერთობები და სისტემური ინტელექტი

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება