14 მარტს წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით შეასრულებს ლ. ვ. ბეთჰოვენის მე-2 სიმფონიას, ხოლო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის სტუდენტი, სხვადასხვა კონკურსების ლაურეატი, პიანისტი საბა მიქელაძე დაუკრავს ს. რახმანინოვის მე-3 კონცერტს ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
