2025 წლის 21 ივნისს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ლ.ვ. ბეთჰოვენის მე-6 სიმფონიას, ხოლო გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი - ანი ტაკიძე კი ს. რახმანინოვის მე-4 კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. კონცერტს უდირიჟორებს მაესტრო რევაზ ტაკიძე.