2025 წლის 28 ივნისს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო რევაზ ტაკიძის დირიჟორობით შეასრულებს დ. შოსტაკოვიჩის მე-5 სიმფონიას, ხოლო მიუნხენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი სკოლის პროფესორი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, გამორჩეული ქართველი პიანისტი -მამიკონ ნახაპეტოვი კი ს. პროკოფიევის მე-2 კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის.