ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 2025 წლის 28 დეკემბერს წარმოგიდგენთ საახალწლო კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და სოლისტები გიორგი კოვალევი (ალტი), ალექსეი სოლონოვიჩ -ღვამიჩავა (ჩელო), გიორგი ონიანი (დოლი) შეასრულებენ ჯ.ბიზეს, ჯ.ვილიამსის, ჯ.ჰორნერის, ჰ.ციმერის, ნ.გლენი-სმიტის, ე.მორიკონეს, კ.ბადელტის კინო მუსიკას და ვ. კახიძის ნაწარმოებებს - „მთვარის ცეკვები“ ჩელოსა და ორკესტრისთვის, „ბრუდერშაფტი’“ ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის და „დიმპიტაური“ დოლისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება
