ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 2025 წლის 20 დეკემბერს წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო რევაზ ტაკიძის ხელმძღვანელობით შეასრულებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-3 სიმფონიასა და სერგეი პროკოფიევის მე-3 კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. კონცერტში მონაწილეობას იღებს ახალგაზრდა ქართველი პიანისტი თამთა მაღრაძე, რომელიც მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია, მოღვაწეობს გერმანიაში და წარმატებით მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფესტივალებსა და საკონცერტო დარბაზებში.
