გედების ტბა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
გედების ტბა

გედების ტბა

გედების ტბა
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან90
ქართული

განრიგი

03.12.2026
ხუთშაბათი
19:00
90 ₾ - 250
90 ₾ - 250
ვრცლად

აღწერა

ROYAL CLASSICAL BALLET (ბერლინი)

 

გედების ტბა

 

3 დეკემბერი · თბილისი

 

Agenda Production International ამაყად წარმოგიდგენთ Royal Classical Ballet-ს (ბერლინი) — საერთაშორისო საბალეტო დასს, რომელიც აერთიანებს დიდი კლასიკური სკოლის ტრადიციებს, ვირტუოზულ ტექნიკასა და ევროპის და მსოფლიოს წამყვან სცენებზე გამოსვლის მრავალწლიან გამოცდილებას.

 

 

🦢 გედების ტბა

 

ბალეტი, რომელიც კლასიკური ცეკვის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა.

 

ოდეტისა და ზიგფრიდის ისტორია მარადიული ამბავია სიყვარულსა და ერთგულებაზე, მოტყუებასა და არჩევანზე. ჩაიკოვსკის საკულტო მუსიკა, ლეგენდარული თეთრი გედები, კლასიკური ქორეოგრაფიის დახვეწილი სილამაზე და ერთი შეხედვით ძალდაუტანებელი გრაცია — ეს ყველაფერი სცენაზე აბსოლუტური სიზუსტით, დისციპლინითა და არტისტიზმით გაცოცხლდება.

 

Royal Classical Ballet ინარჩუნებს „გედების ტბის“ კლასიკურ არსს — მის პოეზიას, ელეგანტურობასა და დრამატიზმს — ყველაფერს, რამაც ეს შედევრი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და საყვარელ ბალეტად აქცია.

 

⭐ ვარსკვლავური შემადგენლობა

 

მთავარ როლებს ასრულებენ არტემ ოვჩარენკო და ანა ტიხომიროვა — საერთაშორისო აღიარების მქონე საბალეტო არტისტები და პრესტიჟული კონკურსებისა და ჯილდოების ლაურეატები.

 

არტემ ოვჩარენკო გამოსულა ბერლინის, ჰამბურგის, მონტე-კარლოსა და ევროპის და მსოფლიოს სხვა წამყვანი თეატრების სცენებზე. მისი რეპერტუარი მოიცავს კლასიკური ბალეტის უდიდეს რომანტიკულ როლებს, მათ შორის ზიგფრიდის როლს „გედების ტბაში“.

 

ანა ტიხომიროვა საერთაშორისო აღიარების მქონე, არაერთი ჯილდოს მფლობელი საბალეტო არტისტია და Big Ballet პროექტის გრან-პრის გამარჯვებული. მისი რეპერტუარი მოიცავს ათეულობით კლასიკურ და თანამედროვე დადგმას, მათ შორის „გედების ტბას“.

 

📍 ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი

 

3 დეკემბერი — „გედების ტბა“

 

აღმოაჩინეთ Royal Classical Ballet — ადგილი, სადაც ვირტუოზული ტექნიკა ემოციის ენად იქცევა, ხოლო ჩაიკოვსკის მარადიული მუსიკა ცეკვის ძალასა და სილამაზეში ცოცხლდება.

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 6+

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

გედების ტბა

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება