მდგრადი განვითარება თანამედროვე ტრანსფორმაციების ეპოქაში: ინსტიტუციური გამოწვევები და ინოვაციური გზები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მდგრადი განვითარება თანამედროვე ტრანსფორმაციების ეპოქაში: ინსტიტუციური გამოწვევები და ინოვაციური გზები

მდგრადი განვითარება თანამედროვე ტრანსფორმაციების ეპოქაში: ინსტიტუციური გამოწვევები და ინოვაციური გზები

მდგრადი განვითარება თანამედროვე ტრანსფორმაციების ეპოქაში: ინსტიტუციური გამოწვევები და ინოვაციური გზები
Tbilisi, Georgia
ქართული

განრიგი

25.04.2026
შაბათი
12:00

აღწერა

2026 წლის 25 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „მდგრადი განვითარება თანამედროვე ტრანსფორმაციების ეპოქაში: ინსტიტუციური გამოწვევები და ინოვაციური გზები“.

კონფერენცია იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

▪️ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება და განვითარების გამოწვევები;
▪️ინსტიტუციური ტრანსფორმაციები და განვითარების ახალი მოდელები;
▪️ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი და განვითარების დილემები;
▪️მდგრადი განვითარება და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ტრანსფორმაცია;
▪️განათლება, ადამიანური კაპიტალი, ცოდნის ეკოსისტემები და სამუშაოს მომავალი.

მნიშვნელოვანი თარიღები : 

▪️15 აპრილი: აბსტრაქტის და განაცხადის წარდგენა;
▪️30 აპრილი: აბსტრაქტის და განაცხადის დადასტურება;
▪️25 ივნისი: კონფერენცია;
▪️5 სექტემბერი: ნაშრომების წარდგენა გამოსაქვეყნებლად.

გამოქვეყნების შესაძლებლობები: 

Journal of Development Studies (ინგლისურენოვანი ჟურნალი); ჟურნალი „ორბელიანი“.

🔗 კონფერენციაში მონაწილებისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://shorturl.at/sXmMj

მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ფოტო და ვიდეო

მდგრადი განვითარება თანამედროვე ტრანსფორმაციების ეპოქაში: ინსტიტუციური გამოწვევები და ინოვაციური გზები

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება