ახალგაზრდა ამერიკელი ბალერინა (დაკოტა ჯონსონი) ბერლინში ჩამოდის, რათა შეუერთდეს ცნობილ საცეკვაო დასს. როგორც მოსალოდნელია, მალევე იწყება დემონური მოვლენები — და თუ თილისა სუინტონს წითელ ტანსაცმელში დავაკვირდებით, იოლი მისახვედრია: საქმე ჯადოქრობას ეხება.
ეს არის თავისუფალი რიმეიქი იტალიური საშინელებათა კინოს ხატად ქცეული ფილმისა — დარიო არჯენტოს „სუსპირია“ (1977), რომელიც ახალ ვერსიაში სუპერვარსკვლავებითაა შევსებული (ორი თილისა სუინტონი, ერთი ქლოე გრეის მორეცი) და ტომ იორკის საუნდტრეკით. თავად რეჟისორის თქმით, ეს არ არის რიმეიქი, არამედ „მადლიერების გამოხატულება“ იმ ძლიერი ემოციებისთვის, რაც ორიგინალის ყურებისას განიცადა.