ორდღიანი ვორქშოპი, რომელიც იკვლევს კერამიკაში ტექსტურის შექმნის არატრადიციულ მიდგომებს.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები შექმნიან სხვადასხვა ფორმის კერამიკულ ობიექტებს ექსპერიმენტული ტექნიკების გამოყენებით, რომლებიც ნამუშევრებს აძლევს უძველეს, ნედლ ხასიათს — გატეხილ ზედაპირებს, არარეგულარულ ბზარებსა და მრავალშრიან ტექსტურებს.
პროცესში გამოყენებული იქნება მასალები: ქვიშა, ხის ქერქი, ქვა, თხევადი თიხა და ოქსიდები. ასევე მონაწილეები ექსპერიმენტს ჩაატარებენ heat gun-ის გამოყენებით უნიკალური ზედაპირების შესაქმნელად.
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია.
დღე 1
ვქმნით ჭურჭელს — ფინჯნებს, ჯამებს და მცირე ფორმებს hand-building მეთოდებით, იაპონური kurinuki carving-ისა და ტექსტურული ტექნიკების გამოყენებით.
დღე 2
როდესაც კერამიკა მიაღწევს leather-hard მდგომარეობას, დავიტანთ slips-სა და glaze-ებს, დავამუშავებთ ზედაპირებს და დავასრულებთ თითოეული ნამუშევრის საბოლოო დეტალებს.
Grato Passage, კოსტავას 37
ფასი — 250₾ (ორდღიანი ვორქშოპი)
ასაკი — 16+.
ევფრატი — ჩეხი კერამიკოსი არტისტი, რომელიც საქართველოს სოფელში ცხოვრობს და ქმნის ნედლ, wabisabi ესთეტიკის კერამიკას, რომელიც ჰგავს დროსა და ცეცხლში ჩამოყალიბებულ უძველეს არტეფაქტებს.
მისი ნამუშევრები მოძრაობს ფუნქციურ კერამიკასა და სკულპტურულ ობიექტს შორის. შთაგონებულია იაპონური kurinuki carving-ის ტექნიკით, handbuilding მეთოდებითა და ექსპერიმენტული მოჭიქვის პროცესებით, რის შედეგადაც იქმნება უხეში ტექსტურები, გატეხილი ზედაპირები, კვამლის მსგავსი ტონები და არარეგულარული ფორმები.
ევფრატის ნამუშევრები ჰგავს მიწიდან აღმოჩენილ ობიექტებს — ეროზიის კვალით, ჩამოდენილი გლეიზებით, ამოკვეთილი სიმბოლოებითა და ნიშნებით, რომლებიც რიტუალს, მეხსიერებასა და ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება. მის პროცესში ცეცხლი და ტემპერატურა თავად ხდება მასალის ტრანსფორმაციის მთავარი ნაწილი.
პარალელურად, ევფრატი ქუთაისში მართავს კერამიკის სტუდიას, სადაც ატარებს კურსებს და თანამედროვე კერამიკის პრაქტიკებს უზიარებს მონაწილეებს.