SUP-ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში Take and Hike-თან ერთად
გამგზავრება
ბათუმიდან 10:00–11:00 საათებს შორის გავემგზავრებით და ტურის საწყის წერტილამდე მივალთ.
ინსტრუქტაჟი და უსაფრთხოება
ვიმოგზაურებთ მცირე ჯგუფით, გამოცდილი SUP-ისა და წყლის ტურიზმის ინსტრუქტორის თანხლებით.
წყნარ მონაკვეთზე ჩავატარებთ მოკლე პრაქტიკულ ტრენინგს, სადაც ისწავლით სწორად ნიჩბის გამოყენებას, SUP-ის მართვასა და წყალზე უსაფრთხოდ გადაადგილებას.
მარშრუტი
გველოდება 12-კილომეტრიანი მარშრუტი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალურ არხებში გადის.
გზის თითქმის მთელი მონაკვეთის განმავლობაში დატკბებით კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებითა და კოლხეთის ჭაობების განსაკუთრებული ბუნებით.
პიკნიკი წყალზე
პიკნიკს პირდაპირ SUP-ებზე, წყალზე მოვაწყობთ!
დავისვენებთ, წავიხემსებთ და განსაკუთრებულ გარემოში ენერგიას აღვიდგენთ, შემდეგ კი გზას გავაგრძელებთ.
დასასრული
ტურის ბოლოს მანქანებთან დაგხვდებათ ჩვენი საფირმო ჩაი და კექსები, რის შემდეგაც სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დავბრუნდებით ბათუმში.
ლაშქრობები, აღჭურვილობის გაქირავება, ბათუმი
ლაშქრობები და მოგზაურობები საქართველოს მასშტაბით
ტურისტული აღჭურვილობის გაქირავება და მაღაზია
საავტორო ტურები ბიოლოგთან ერთად
სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა და ზამთრის ტურები